შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ დავითაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მენჯი, სენაკის რაიონი. II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის, III მსუბუქი ქვეითი ოცეულის II მსუბუქი ქვეითი ათეულის მეტყვიამფრქვევე; მოიხადა სავალდებულო-სამხედრო ვალდებულება და 2008 წელს 4 წლიან საკონტრაქტო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი; მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. საომარი მოქმედებების დროს რამაზს არც ერთი დაჭრილი ბრძოლის ველზე არ მიუტოვებია. გამოიყვანდა დაჭრილებს და შემდეგ გარდაცვლილების გამოსაყვანად ბრუნდებოდა უკან; 2012 წელს "ISAF"-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთში გაემგზავრა; 21 ივნისს რამაზ დავითაია პატრულირების დროს სნაიპერის ტყვიით მძიმედ დაიჭრა. სამწლიანი უშედეგო მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.325-327 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |