შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, შემდეგ – სატელევიზიო ფილმების სტუდიაში კინოოპერატორად. მის ნამუშევრებს შორისაა მხატვრული ფილმები: "დედის ხელი" (1959), "მღერის ბორჯომის ნაძვი" (1961, ორივეს რეჟ. მ. ჯალიაშვილი), "მხოლოდ 17 კილომეტრი" (რეჟ. კ. კერესელიძე, 1964), "გია და ზურა" (1965), "ქერათმიანი ქალიშვილი" (1968, ორივეს რეჟ. დ. ბათიაშვილი), "სამი ამბავი ტელეფონით" (რეჟ. ნ. გარდაფხაძე, 1984) და სხვ.; 30-მდე დოკუმენტური ფილმი: "პეტრე ოცხელი" (რეჟ. მ. ჯალიაშვილი, 1962), "ირაკლი აბაშიძე" (რეჟ. ლ. სიხარულიძე, მ. გვანცელაძე, 1981), "მთას დაუბრუნდა მთიელი" (რეჟ. ზ. ინაშვილი, 1985), "აბა იო და აბა ჰეი" (რეჟ. ლ. სიხარულიძე, 1988), "შემოდგომა" (რეჟ. გ. ვეფხვაძე, 1994) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.420 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |