The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ლომიძე

ოფიციალური სახელი:ივანე ლომიძე
დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 1999  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1929 წელს გაიმარჯვა ჟურნალ "ნიანგის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში. თანამშრომლობდა ჟურნალ "ნიანგსა" და "კროკოდილთან" (მოსკოვი); გაზეთ "კომუნისტთან", "პრავდასთან" და სხვ. მისი კარიკატურები იბეჭდებოდა სხვადასხვა ქვეყნის პრესის ფურცლებზე. ძირითადი ნამუშევრებია: პოლიტიკური და სოციალისტური კარიკატურები, მეგობრული შარჟები. გამოფენებში მონაწილეობდა 1949 წლიდან, 1983 წელს მოსკოვში ჰქონდა პერსონალური გამოფენა; 1969 წელს იქვე მიიღო მონაწილეობა I საერთაშ. გამოფენაში "სატირა მშვიდობისათვის ბრძოლაში", სადაც მიენიჭა ოქროს მედალი, ხოლო 1983, იმავე ეგიდით გამართულ IV საერთაშორისო გამოფენაზე – ვერცხლის მედალი. მხატვარ-კარიკატურისტი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.420


გააზიარე: