შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფლევი, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-არქიტექტორის სპეციალობით 1961 წელს. 1961–1994წწ. მუშაობდა "კავგიპროტრანსში"; ნამუშევრები: თბილისის მეტროპოლიტენის სადგურები – "დიდუბე" (1966), "გოცირიძე" (ყოფ. "ელექტროდეპო", 1966), "ისანი" (1971; სამივე არქიტ. გ. მოძმანიშვილთან ერთად), "სამგორი" (1971), "დ. გურამიშვილი" (1985; მხატვრები: ი. ტაბიძე, ა. ხარებავა, თ. ცხომელიძე), "ვაგზლის მოედანი-2" (1979; არქიტ. დ. იოსავასთან ერთად), "დელისი" (1979; მხატვარი თ. ცხომელიძე), "ვაჟა-ფშაველა" (2000); თბილისში ყოფილი "კავგიპროტრანსის" ადმინისტრაციული კორპუსი (1970), დავით აღმაშენებლის გამზ. N154, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი თბილისში (1977, ინჟინრები გ. ბრეგვაძე, ი. კოშკაძე), რკინიგზის სადგური ქ. ანაპაში (1980), რიკოთის უღელტეხილის საავტომობილო გვირაბის სავენტილაციო შენობა (1982) და სხვ. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.420 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |