Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან რაზმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აჩაბეთი, ქურთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ინსტიტუტში სწავლისას გაიარა სამხედრო კათედრა, შემდეგ 3 თვით კოჯორში მსახურობდა. მშენებელი ინჟინერი იყო. მუშაობდა ცხინვალის სამშენებლო ტრესტში, დაიწყო განყოფილების გამგედ, შემდეგ გორის მესამე სამშენებლო ტრესტში გადავიდა, შემდეგ – საბინაო ტრესტში, მუშაობდა ნიქოზშიც მიწათმომწყობად, დაღუპვამდე ბოლო სამი წელი კი გორის ბაზაზე გაატარა; ბოლოს სოფელში ჰესის აშენება უნდოდა, პროექტი შეადგინა, ის პროექტი ჩეხეთში გაგზავნეს და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ვერ მოასწრო. ამირან რაზმაძე გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე სამშენებლო მასალების აღრიცხვის ინსპექტორი იყო და რუსებმა მას მერე მოკლეს, რაც ფხვენისში ქართველ მეომრებს წყალი მიუტანა და შინ შეიარა, ცოლი რომ სამშვიდობოს გამოეყვანა. 11 აგვისტოს ღამეს ცოლ-ქმარი ცდილობდა კარსმომდგარი მტრისთვის მანქანით დაეღწიათ თავი. სოფელ საქაშეთის გადასახვევთან ტანკს შეეჯახნენ და აფეთქდნენ; ცოლი გადარჩა, ამირან რაზმაძე ადგილზე დაიღუპა, მხოლოდ პატრიარქის შესვლის შემდეგ მოხერხდა მისი გადმოსვენება. სამოქალაქო პირი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.247-248 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |