შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქუვეითში უნდა წასულიყო არაბული ენის შესასწავლად. მტერმა სენაკის ბაზის დაბომბვა რომ დაიწყო, ის არც დაჭრილა, არც დაღუპულა; შალვა გაბუნიას დაჭრილები გამოჰყავდა, მესამე შესვლისას მოხვდა ანასხლეტი არტერიაში. ის არ იყო გამობრძმედილი მეომარი, ის იყო 19 წლის სტუდენტი ბიჭი, რომელიც საკუთარი ფეხით ჩავიდა სენაკის ბაზაზე – როგორც შეშვენოდა, მისი აზრით, რეზერვისტს. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილი: "ვწუხვარ, რომ ასეთი მოტივირებული, მიზანდასახული და გაბედული ახალგაზრდა დააკლდა ჩვენს უნივერსიტეტსა და მთლიანად ქვეყანას. მისი სწრაფვა და რწმენა იმისა, რომ 19 წლის ასაკში სამშობლოს გამოადგებოდა, ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძია. შალვა გაბუნიას გმირობა უნივერსიტეტის იმ სახელოვან მამულიშვილთა სათაყვანებელ ისტორიას მიემატება, რომელთაც ქვეყნისთვის საჭირო მომენტში დაუფიქრებლად გადაწყვიტეს ომში წასვლა. ჩვენ ამ ტრაგედიის თანამოზიარე ვართ". ფოთში არის შალვა გაბუნიას სახელობის ქუჩა. რეზერვისტი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.251-252 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |