The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაულ მჟავანაძე

რაულ მჟავანაძე
Date of birth:8 July, 1973
Date of death:8 August, 2008  (at 35 years)
Burial location:სოფელ ლეღვას სასაფლაო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი.
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლეღვა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

რაულ მჟავანაძე აფხაზეთის ომის დროს ახლად ჩამოყალიბებულ შინაგან ჯარში წავიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. სამხედრო სავალდებულო სამსახური მან ბათუმში დისლოცირებულ 25-ე მოტომსროლელთა ბატალიონში გაიარა, სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ კი სწავლა ფოთის საზღვაო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1995 წელს, აკადემიის დასრულების შემდეგ კი 1995 წელს მუშაობა ბათუმში, სამთავრობო დაცვაში დაიწყო, სადაც 2003 წლამდე იმუშავა. 2004 წელს კი რეორგანიზებულ, რეგულარულ ქართულ ჯარში კონტრაქტით წასვლა გადაწყვიტა. რაულ მჟავანაძე ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქართველი ჯარისკაცებიდან, ვინც 2007 წელს ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, კოალიციურ ჯარებთან ერთად. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები ცხინვალის შემოგარენიდან, საცეცხლე ზონიდან გამოსვლისას ერთ-ერთი საჰაერო იერიშისას დაიჭრნენ, მათ დასახმარებლად მისული კაპრალი რაულ მჟავანაძე რუსული მოიერიშის მიერ ჩამოგდებული კასეტური ბომბის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. თანამებრძოლებმა სხვა დაჭრილებთან ერთად მისი უსაფრთხო ადგილას გაყვანა მოახერხეს, თუმცა უკვე გვიანი იყო. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.255-256

Awards and Honors

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

Share: