The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შორენა ფხაკაძე

შორენა ფხაკაძე
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1986  (38 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 

დაამთავრა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელი. კვალიფიკაცია: გუნდის დირიჟორი, სოლფეჯიოსა და ფოლკლორის პედაგოგი 2004 წელს; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი სპეციალობით გერმანული ენა, ლიტერატურა და ხელოვნებათმცოდნეობა 2008 წელს; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით: ხელოვნებათმცოდნეობა 2010 წელს; საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა სპეციალობით ხელოვნებათმცოდნეობა 2014 წელს. 

არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა და მუშაობს საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. არის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკისა და გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი, უფროსი სპეც. მასწავლებელი, Cine-DOC-სკოლის მასწავლებელი. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში, ტრენინგებსა და სემინარებში. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი სხვადასხვა ენაზე. წერს ლექსებს და აქვეყნებს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში. ფლობს გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

წყარო: ლელა მალაზოანის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.


გააზიარე: