The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი გოგნაძე

ვალერი გოგნაძე
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1978
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 2008  (30 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღვანკითი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თერჯოლის პროფესიული ტექნიკუმი ბუღალტრული განხრით, შემდეგ თბილისში ჩააბარა ისტორიულ ფაკულტეტზე.

სავალდებულო სამხედრო სამსახური თბილისში გაიარა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამწლიანი კონტრაქტით საჩხერის მე-16-ე სამთო ბატალიონში კაპრალად მსახურობდა; ორი წლის შემდეგ ერაყში წავიდა სამშვიდობო მისიით, სადაც 8 თვე იმსახურა, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი ისევ ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს. სენაკის სამხედრო ბაზის 21-ე ბატალიონის მეორე ბრიგადაში შეიარაღების უფროსი სერჟანტი იყო. გმირის სახელის უკვდავსაყოფად სოფელ ღვანკითში არის მისი სახელობის სკვერი და ქუჩა. უმცროსი სერჟანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.256

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: