Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ კილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წაღვლი, ხაშურის რაიონი. 1975-1976 წლებში სწავლობდა თბილისის ტექნიკურ სასწავლებელში; დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 1992 წელს. 1977-1978 წწ. მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში; 1979-1987 წწ. მუშაობდა თბილისის საავიაციო ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1992-1995 წწ. მუშაობდა საქართველოს პარლამენტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტში - მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, სწავლულ მდივნად; 1995-2000 წწ. საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახურის მთავარ სპეციალისტად; კითხულობდა ლექციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიურ აკადემიაში; 2000-2003 წწ. პრეზიდენტის პრესსამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსას; 2004-2006 წწ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველ -კონსულტანტი, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელად; 2008-2010 წწ. იყო დიპლომატიური აკადემიის ლექტორი; 2010-2014 წწ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ლექტორი; 2015 წლიდან არის გაზეთების "ჯორჯიან თაიმსის", "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი. ქართულ და უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 1000-ზე მეტი ანალიტიკური და პუბლიცისტური სტატია, აგრეთვე გამოკვლევები საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ქართული დიპლომატიის ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. გამოკვლევებს შორისაა ნაშრომები "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოები და საკონსულოები 1918-1921 წლებში", "საქართველოს ტერიტორია და საზღვრები 1918-1957 წლებში: სოჭის ოლქი, ქლუხორისა და ახალხევის რაიონები (რუსეთში, ჩრდ. კავკასიაში), ზაქათალის ოლქი - საინგილო (აზერბაიჯანში), ლორის მხარე (სომხეთში), ართვინისა და არტაანის ოლქები (თურქეთში)". წყარო: სიმონ კილაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |