Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ ყულჯანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ადიგენის რაიონი. მე-4 მექანიზებული ბრიგადის I საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნი; ბავშვობიდან სპორტით იყო გატაცებული, ფეხბურთს თამაშობდა და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა; 2008 წლის აგვისტოს ომმა მასზე მძიმე კვალი დატოვა, გადაწყვიტა სამხედრო გამხდარიყო და სამშობლოს სადარაჯოზე მდგარიყო; 2015 წელს საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი, სპეციალური სამხედრო მომზადება გაიარა და სამშვიდობო მისიით ავღანეთში გაემგზავრა. დაიღუპა 2015 წლის 22 სექტემბერს, როდესაც ევაკუაციის დროს დაჭრილს აზღვევდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა. ვასილი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა. წერილში, რომელიც აშშ-ის არმიის მდივანმა ჯონ მაკჰიუსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს გამოუგზავნა, საუბარია ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ღვაწლზე და აღნიშნულია, რომ ყულჯანიშვილმა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში სარაკეტო ჭურვის მსროლელად მსახურობის დროს განსაკუთრებული სამსახური გასწია - "გამორჩეული სამსახურით, საქმისადმი ცოდნითა და თავდადებით მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბრძოლო ოპერაციების დროს სამხედრო ერთეულის წარმატებაში", - ნათქვამია წერილში და ხაზგასმით აღნიშნულია, რომ პირველი კლასის რიგითი ვ. ყულჯანიშვილის გამორჩეული მიღწევები წარმოადგენს დიდ პატივს აშშ-ის შეიარაღებული ძალების, ავღანეთისა და საქართველოსთვის. აშშ–ის არმიის მდივნის წერილი და ბრინჯაოს ვარსკვლავი დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.327-328
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |