შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; 2011-2012წწ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1987-1990წწ. - გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1996-1998წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ტექნიკური თანაშემწე; 1998-2001წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის სტაჟიორი; 2001-2004წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორი, უფროსი პროკურორი და განყოფილების უფროსი; 2004-2010წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე; 2010-2011წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2012 წლის ივლისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |