The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ფანცულაია

მამია ფანცულაია
დაბადების თარიღი:1979
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2008  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აბგარხუკი, გუდაუთის რაიონი, აფხაზეთი.

დაამთავრა სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი

მამია ფანცულაია მეხუთე კლასში იყო, მისი ოჯახი კოპიტნარში რომ გადავიდა საცხოვრებლად. სავალდებულო სამხედრო სამსახური ქუთაისში მოიხადა და ჯარში დარჩა, ტყიბულში მსახურობდა, ნაწილის დაშლის შემდეგ კი, 2005 წლის მარტში, კონტრაქტი გააფორმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მსახურობდა სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში, 22-ე ბატალიონში ათმეთაურად. დაიღუპა 9 აგვისტოს ცხინვალის რაიონის სოფელ ხეთაგუროვში, ეკლესიის ეზოში. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყშიც. 2019 წლის აგვისტოში წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას, სადაც მამია ფანცულაია სწავლობდა, მისი სახელი მიენიჭა. უმცროსი სერჟანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.283

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: