2001-2002წწ. - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი; 2002-2003წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროში უფროსის მოადგილე; 2003-2004წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი; 2004 წელს - საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე; 2004-2005წწ. - საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის საჩივარ-განცხადებებზე რეაგირების განყოფილების უფროსის მოადგილე; 2005 წელს - საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი; 2005-2007წწ. - საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსი გამომძიებელი; 2008 წელს - საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსი; 2008-2009წწ. - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2009-2012წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2013 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2013-2016წწ. - საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე; 2015-2018წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2018-2021წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე. 2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge