შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ მახარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ოსიაური, ხაშურის რაიონი. მსახურობდა 144-ე ბატალიონის მე-4 ბრიგადაში, სამხედრო სამსახური ერთი წლის დაწყებული ჰქონდა, იგი სნაიპერი იყო და ომამდე ერაყში წასვლას გეგმავდა. 8 აგვისტოს ღამეს მისმა დანაყოფმა ბრძანება მიიღო და ცხინვალის მისადგომებისკენ დაიძვრნენ. ზაურმა შინდისთან ორმოში ჩავარდნილი, ფეხმოტეხილი მეგობარი იპოვა, რომელიც შველას ითხოვდა. მტრის თვითმფრინავმა ბომბი ზუსტად მაშინ ჩამოაგდო, როცა ზაურს დაჭრილი მეგობარი ორმოდან ამოჰყავდა, ორივე ადგილზე დაიღუპა. თბილისში არის ზაურ მახარაშვილის სახელობის ქუჩა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.287 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |