Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი ერმოლოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, გუდაუთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (აფხაზური ჯგუფი) 1961 წელს. მუშაობა დაიწყო სოხუმის ს. ჭანბას სახ. სახელმწიფო აფხაზურ თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დაუდი (დ. გულიას "აჩრდილები"), ამირანი (რ. ებრალიძის "თანამედროვე ტრაგედია"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ხიმცა (ნ. ტარბას "სილღერის შეთხზვა ძნელია"), ლომოვი (ა. ჩეხოვის "შეთავაზება"), ჯარისკაცი (ე. შვარცის "შიშველი მეფე"), პასტორი (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი"), ფარნა სახუბია (ბ. შინკუბას "როგორც გენებოთ"), მიტჩი (ტ. უილიამსის "სურვილის ტრამვაი"), მეფე ბერენდეი (ა. ოსტროვსკის "ფიფქია"), დრაკონი (ნ. ტარბას "მზის ასული") და სხვა. თეატრის პარალელურად მუშაობდა აფხაზეთის ტელევიზიაში რეჟისორად. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.105 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |