The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ქაშაკაშვილი

გიორგი ქაშაკაშვილი
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1981  (43 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს; 2008-2009 იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2003-2005წწ. - შპს "აუდიტ ექსპერტის" იურისტი; 2005-2006წწ. - შპს "საქართველოს იურიდიული და ეკონომიკური მომსახურების ცენტრის" ადვოკატი; 2006-2007წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომის მდივანი; 2007-2008წწ. - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2009-2013წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2013-2017წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2017-2020წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2020 წლის ივნისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: