შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. იუზოვკა, ახლანდელი დონეცკი, უკრაინა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1947 წელს. 1947–1954წწ. არქიტექტორად მუშაობდა "საქსახპროექტში"; 1954–1955წწ. "საქკომუნპროექტში"; 1955–1964წწ. "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1964 წლიდან თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევით და ტიპობრივი დაპროექტების ექსპერიმენტულ ინსტიტუტში ("თბილზნიეპი"). ნამუშევრები: 3-სექციური 20-ბინიანი საცხოვრებელი სახლი მაღაზიით (1959, ტიპობრივი პროექტი); ბიბლიოთეკა თბილისში (1960, ტიპობრივი პროექტი); საერთო საცხოვრებელი 200 და 107 ადგილზე (1973, ტიპობრივი პროექტები, ავტორთა ჯგუფთან ერთად) და სხვ. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.429 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |