The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკა დოლენჯაშვილი

ნიკა დოლენჯაშვილი
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამტავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1985 წელს.

1977 წლიდნ საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. 1977-1980 წლებში მღეროდა ანსამბლებში: "ლილე" და "ენგური". 1981 წლიდან ნ. დოლენჯაშვილი ბიჭვინთის საესტრადო სიმღერის ფესტივალის ლაურეატი გახდა. 1985 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო დეპარტამენტის სააესტრადო სიმფონიური ორკესტრის სოლისტია. პარალელურად დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის მგალობელია. ნ. დოლენჯაშვილის მიერ შესრულებული რეპერტუარიდან აღსანიშნავია: "გიმღერ თბილისი" (მუს. და ტექსტი ს. მილორავასი), "გოგლაურა" (მუს. გ. ცაბაძის, ტექსტი მ. ფოცხიშვილისა), "გვირილები" (მუს. გ. ცაბაძისა, ტექსტი პ. გრუზინსკისა), "თბილისური დილა" (მუს. გ. ცაბაძის, ტექსტი ვ. ნიკოლაძის), "დღესასწაული" (მუს. მ. ოძელის, ტექსტი თ. ცაგურიასი), "გვირილა" (მუს. ა. კერესელიძის, ტექსტი პ. გრუზინსკის), "სადღეგრძელო" (მუს. გ. ჩლაიძის, ტექსტი გ. ფერაძის), "თბილისური ღამე" (მუს. მ. მერაბიშვილის, ტექსტი დ. მუხაძის), "მაწანწალა" (მუს. მ. მაჩაბლის, ტექსტი გ. ტყემალაძისა), "თბილისო სიყვარულო" (მუს. ნ. დუღაშვილისა, ტექსტი მ. ფოცხიშვილისა), "სიმღერა სიღნაღზე" (მუს. ვ. აზარაშვილის, ტექსტი ჟ. საამიშვილის). ნ. დოლენჯაშვილს გახმოვანებული აქვს კ. მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი "ნაცარქექია" (მუს. დ. ტურიაშვილის), ასევე ბ. ჩხეიძის მხატვრული ფილმი "ზმანებანი აღლუმებს შორის" (მუს. მ. ოძელისა). საქრთველოს სახელმწიფო რადიოდეპარტამენტში ინახება მისი ათეულობით საფონდო ჩანაწერი, გამოცემულია აგრეთვე მისი ორი სოლო-აუდიოკასეტა და ერთი ალბომი. ჩატარებული აქვს კონცერტები სიღნაღში (1996), თბილისში (1997), და ბათუმში (2001). მონაწილეობდა გალა-კონცერტებში, როგორც საქართველოში, ასევე: მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, კიევში, კიშინიოვში, ერევანში, ბაქოში, ირკუტსკში, ორენბურგში და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.106


გააზიარე: