The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ლორთქიფანიძე

ნიკოლოზ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1901
გარდაცვ. თარიღი:14 დეკემბერი, 1981  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1925 წელს.

მუშაობდა წითელი არმიის ქართული დივიზიის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. 1924 წლიდან, ჯერ კიდევ სტუდენტი, კითხულობდა ლექციებს პირველ საბიბლიოთეკო კურსებზე. 1925 წლიდან მუშაობდა საქართველოს წიგნის პალატაში რედაქტორ-ინდექსატორად (მისი რედაქციით გამოვიდა პირველი ქართული გამოცემა "წიგნის მატიანე"); 1929–1938წწ. იყო საქართველოს რევოლიუციის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკის გამგე; 1938-1942წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკათმცოდნეობის კაბინეტის გამგე, პარალელურად – დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში; 1954 წლიდან ა. პუშკინის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის კათედრის დოცენტი; 1961–1974წწ. კათედრის გამგე. მან დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საჯარო ბიბლიოთეკის სტრუქტურა, პირველად მოაწყო წიგნის დამუშავების პროცესის ქრონომეტრაჟული გამოკვლევა, სათავე დაუდო საბიბლიოთეკო პროცესების ნორმირებას; მის წიგნებს: ("ბიბლიოგრაფიული კლასიფიკაციის სისტემები სსრ კავშირში", "საბიბლიოთეკო კატალოგების ორგანიზაცია" და "ბეჭდური გრაფიკის კატალოგიზება") წლების განმავლობაში იყენებდნენ სახელმძღვანელოდ საბიბლიოთეკო სისტემაში. თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის კათედრის გამგე, დოცენტი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.433

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი

გააზიარე: