The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი შენგელია

ირაკლი შენგელია
Date of birth:27 December, 1976  (48 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და მიღებული აქვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩათვლები მკვლელობის და სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკის პრობლემებზე.

1994-1995წწ. - სამტრედიის რაიონის სასამართლოს არქივარიუსი; 1995-1999წწ. - სამტრედიის რაიონის სასამართლოს აღმასრულებელი; 1999-2000წწ. - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2000-2001წწ. - გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 2002-2003წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2003-2004წწ. - საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უფროსი გამომძიებელი; 2004-2005წწ. - შსს გენერალურ ინსპექციაში ინსპექტორი; 2005 წლის მარტიდან სექტემბრამდე - გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2005-2006წწ. - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2006-2007წწ. - მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი; 2007 წლის ივლისიდან ნოემბრამდე - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი; 2007 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 2016 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017-2021წწ. - საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; 2019 წლის ოქტომბერში აირჩიეს საპროკურორო საბჭოს წევრად. 2021 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: