The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა თიგიშვილი

გელა თიგიშვილი
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1987
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (21 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი კოდისწყაროს სასაფლაო, კასპის მუნიციპალიტეტი.
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოდისწყარო, კასპის მუნიციპალიტეტი.

სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში.

სავალდებულო სამხედრო სამსახური უკრაინაში მოიხადა, წოდებით უმცროსი სერჟანტი იყო. ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა, ჯერ უზრუნველყოფის ბატალიონში დაიწყო მუშაობა, მერე კავშირგაბმულობაში გადავიდა. წელიწადი და 6 თვე თბილისშიც იმსახურა, აფხაზეთის ომშიც იბრძოდა. მუშაობდა სამხედრო პოლიციაში, სამშვიდობო მისიის ფარგლებში იმყოფებოდა კოსოვოში. გელა თიგიშვილი ცხინვალთან, რუსეთის საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა, 2012 წლამდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი იდენფიცირება დეენემის ანალიზის საფუძველზე, მხოლოდ 4 წლის შემდეგ იქნა შესაძლებელი. უფროსი სერჟანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.303

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" (გარდაცვალების შემდეგ)
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: