შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ხორავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბარცხანა, ბათუმის რაიონი. დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს. ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს ამიერკავკასიის რკინიგზაზე ინჟინრად. პარალელურად მონაწილეობს ბათუმის კლუბის რუსულ დრამატულ წრეში. 1925 წელს შედის ბათუმის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში, რომელსაც სტუდიის დახურვის გამო ვერ ამთავრებს. 1925 წელს ბათუმის კლუბის კომიტეტის განყოფილებამ ნ. ხორავა მიავლინა თბილისში სასწავლებდა. სწავლის პარალელურად ის მსახიობად მუშაობდა ზუბალაშვილის თეატრში. ოჯახური პირობების გამო მე-3 კურსიდან სწავლას თავს ანებებს და ბრუნდება ბათუმში. 1927-1930 წლებში ბათუმში კლუბის გამგე და, პარალელურად ბათუმის თეატრის მსახიობია. 1930-1936 წლებში იგი მუშაობს მსახიობად აჭარის, ჭიათურის, ფოთის, თელავის სახელმწიფო თეატრებში. 1936-1937 წლებში მას იწვევენ მოსკოვში გადაღებაზე გერგილის როლში კინოფილმ "მთების გულში". 1937-1943 წლებში თბილისის სანკულტურის, ხოლო 1943-1958 წლებში მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს 150-ზე მეტი სახასიათო როლი. მათ შორის მნიშვნელოვანია: ბეგლარ აღა ("კომბლე"), გენ კლაისტი ("გარდატეხა"), ვედენეევი ("სიჭაბუკე ბელადისა"), ილარიონ ("ცეცხლის ხაზზე"), შილინი ("კიკვიძე"), გივი ("სურამის ციხე"), ლაცაბიძე ("არსენა"), აბდუშაჰილი ("ბაში-აჩუკი"), მანგურ ბატონი ("მირანგულა"), გეგეჭკორი ("გეგეჭკორი"), ბეგლარი ("როგორ"), ასლანგირეი ("ელეონორა"), ბახვა ("პირველი ნაბიჯი"), კრუტინსკი, ნეზნამოვი ("უეცარი სიმდიდრე" და "უდანაშაულო დამნაშავენი"), გოდუნი ("რღვევა"), ტიბალტი ("რომეო და ჯულიეტა"), ოსვალდი ("მოჩვენებანი"), პრეზიდენტი ("ვერაგობა და სიყვარული"), მანასე ("ურიელ ა'კოსტა"), ფრონდოზი ("ცხვრის წყარო") და სხვა. იგი დიდ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა კინოშიც, გახმოვანებული აქვს 50-ზე მეტი როლი, აგრეთვე აქტიურად მონაწილეობდა რადიოსა და ტელედადგმებშიც. სხვადასხვა დროს სკოლებსა და ინსტიტუტებში ხელმძღვანელობდა დრამწრეებს. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.107; ხორავების საგვარეულო ვებ-გვერდი: khorava.ge; ნ. ა. ხორავა : ნეკროლოგი // თბილისი. - თბილისი, 1965. - 1 აპრილი. -გვ.4 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |