The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ალანია

თამარ ალანია
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

1999-2000წწ. - საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კადრების განყოფილების სტაჟიორი; 2000-2001წწ. - საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების სტაჟიორი; 2001-2003წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს ანალიტიკური განყოფილების სტაჟიორი, პროკურორი; 2003-2006წწ. - საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის პროკურორი; 2006 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2013-2017წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია, გამგეობის აღმასრულებელი დირექტორი (2019-)

გააზიარე: