The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა ბადრიაშვილი

გელა ბადრიაშვილი
Date of birth:22 September, 1972  (52 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კაჭრეთი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს; 2010-2012წწ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

1995-1997წწ. - საგარეჯოს რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი; 1997-1998წწ. - ამავე რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1998-2000წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 2000-2002წწ. - საქართველოს გენერალური პროკურორის უფროსი თანაშემწე სამხედრო და ტრანსპორტის პროკურატურებში კანონების შესრულებაზე ზედამხედველობის ხაზით; 2002 წელს - იუსტიციის მინისტრის აპარატის უფროსი; 2002-2004წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოს უფროსი; 2004 წელს - საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის უფროსი თანაშემწე განსაკუთრებულ დავალებათა ხაზით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2004-2006წწ. - თბილისის პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2006-2007წწ. - ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორი; 2007-2008წწ. -  ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორი; 2008-2010წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უფროსი; 2010 წელს - ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი. 2012 წლის ივლისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Awards and Honors

  • ღირსების მედალი

Share: