Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინა ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ქორეოგრეოგრაფიული სტუდია (ხელმძღვ. დ. ჯავრიშვილი) 1943 წელს; 1943–1946წწ. სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ხალხური ცეკვის თვითმოქმედ სტუდენტურ ანსამბლში. 1946–1967წწ. იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის (ხელმძღვ. ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი; ახლანდ. ი. სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი) სოლისტი; ანსამბლის რეპერტუარიდან ასრულებდა არაერთ სოლო პარტიას, ქმნიდა დასამახსოვრებელ ქორეოგრაფიულ სახეებს; იყო ბუქარესტის სტუდენტთა და ახალგაზრდობის IV საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1953), მოსკოვის სტუდენტთა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1957). 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ ინსტიტუტსა და საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სკოლა-სტუდიაში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.433 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |