The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად დათუაშვილი

ზვიად დათუაშვილი
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1983
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (24 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუა ხორგა, ხობის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ფოთის ტექნიკური ლიცეუმი საბუღალტრო განხრით; ნიკო ნიკოლაძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი საბანკო-საფინანსო სპეციალობით.

მუშაობდა გემთშემკეთებელ ქარხანაშიც. იყო თვითნასწავლი მხატვარი. სამხედრო სავალდებულო სამსახურიც უნივერსიტეტში სწავლისას მოიხადა, 2007 წლიდან კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში (მსახურობდა საზღვაო ძალებში), გემ "გურია 001"-ის მესაჭე-მესიგნალე იყო. ზვიად დათუაშვილი გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად აპირებდა წასვლას, სიტუაცია რომ დაიძაბა, თბილისში იყო, გერმანული ენის კურსებზე დადიოდა, დოკუმენტებს აწესრიგებდა, მაგრამ 6 აგვისტოს თავისი ინიციატივით გადადო გერმანიაში წასვლა და ფოთში თავის ნაწილში დაბრუნდა. დაიღუპა ფოთის დაბომბვის დროს. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.307

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: