Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერი ლორია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1959 წელს. 1960–2005წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1970–1975წწ. იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; 1989–2001წწ. სამართლის საფუძვლების და 2001–2005წწ. ადმინისტრაციული სამართლის კათედრების გამგე. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა ადმინისტრაციული წარმოების სახეების ჩამოყალიბების კანონზომიერების მიგნება და ახსნა, ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსხვავების დადგენა სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის 3 სახელმძღვანელო. იყო საქართველოს 1995 წის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი. ადმინისტრაციული სამართლის მკვლევარი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1982). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.435 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |