The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ბონდარენკო

ირაკლი ბონდარენკო
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1976  (49 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს; 2007-2009წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

1998-2007წწ. - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წამყვანი სპეციალისტი, მოსამართლის თანაშემწე და მთავარი მრჩეველი; 2009-2011წწ. - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2011 წლის მარტიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2012-2017წწ. - სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2017-2022წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017-2021წწ. - საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; 2022 წლის მარტიდან დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება. 2022 წლის ივლისიდან დანიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: