Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან გვარამია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს; 1995-1998 წლებში სწავლობდა რურის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ქ. ბოხუმში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 1992-1993წწ. - ქ. თბილისის პროკურატურაში უფროსი ინსპექტორი; 1998-1999წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი; 1998-1999წწ. - შპს სადაზღვევო კომპანია "ნაბათში" იურისტი; 1999-2001წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის განზოგადოების განყოფილებაში კონსულტანტი; 2001 წლის დეკემბრიდან - საქართველოს გენერალური პროკურატურის სისტემა; 2002-2004წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი; 2004-2006წწ. - საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტი; 2004-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი; 2006 წლიდან - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩეველი; ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2007-2009წწ. - მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; 2009-2016წწ. - გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას, ასევე, მივლინების საფუძველზე ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. 2016 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |