შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია გიგაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 2003 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით - 2002 წელს; 2010 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა. 2004-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე; 2005-2009წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2010-2012წწ. - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2010-2012წწ. მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში; 2012-2018წწ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2018-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის სექტემბრიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |