შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ჩუბინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნის კვალიფიკაციით 1980 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2018 წელს. 1982-1998წწ. შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი, მეცნიერ თანამშრომელი; 1995-1998წწ. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, გალერეის მენეჯერი, ხელოვნების სკოლა-სტუდია, დირექტორი; 1999-2001წწ. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; ხელოვნების კოლეჯი, დირექტორი; 2005-2019წწ. "პალადი პალასი", სააქციო საზოგადოება, დირექტორთა საბჭოს წევრი; 2017-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, ასისტენტი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული: არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არქიტექტურის დოქტორი (2018), პროფესორი (2021). წყარო: საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |