1996-1999წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი; 1999-2004წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის მასწავლებელი; 2004-2005წწ. - იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტი; 2005-2011წწ. - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2007-2011წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2008-2009წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში; 2009-2011წწ. - მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში; 2011 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2012 წლიდან - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2012-2013წწ. - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2013-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2017-2020წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2020 წლის ივნისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge