The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკა ზარნაძე

ეკა ზარნაძე
Date of birth:21 July, 1974  (50 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაბაების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; 1996-1999წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (2002).

1996-1999წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი; 1999-2004წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის მასწავლებელი; 2004-2005წწ. - იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტი; 2005-2011წწ. - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2007-2011წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2008-2009წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში; 2009-2011წწ. - მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში; 2011 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2012 წლიდან - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2012-2013წწ. - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2013-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2017-2020წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2020 წლის ივნისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Bibliography


Share: