The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგიტა თოთოსაშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1974  (51 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სამისყანა, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს. ჩაბარებული აქვს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საერთო ტესტირება; ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

1999-2001წწ. - შპს "სიმართლე", ადვოკატი; 2001-2003წწ. - იურიდიული ფირმა "საქართველოს იურისტთა ასოციაცია-XXI", ადვოკატი; 2003-2005წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის კასპის ბიურო, ადვოკატი; 2006 წელს -  საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტი; 2006-2007წწ. - გორის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე; 2007-2012წწ. -  სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2010-2012წწ. მივლინებული იყო თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად; 2012-2015წწ. - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2014-2015წწ. მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად; 2015-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: