Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა ბირთველიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოთხწლიან კონტრაქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი; ორი წელი გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე იმსახურა; 2008 წლის 9 აგვისტოს, ქალაქ ცხინვალში, მოსკოვის ქუჩაზე კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან, გიორგი რომელაშვილთან და ოთარ სუხიტაშვილთან ერთად, ნომერ 406 ტანკით მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში. მოწინააღმდეგე მხრიდან თავდასხმის შემდეგ, 406-ე ტანკის ეკიპაჟის წევრები გაუჩინარდნენ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ზაზა ბირთველიშვილის ცხედარი მოგვიანებით იპოვეს. 2022 წელს კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელი მიენიჭა გორის მე-7 საჯარო სკოლას. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.343; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |