შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჭაღალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ციხისძირი, ქობულეთის რაიონი. სავალდებულო სამხედრო სამსახური ბათუმში გაიარა, რამდენიმე თვე კოდორის ხეობაშიც იმსახურა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა, ჩაირიცხა მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში. ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კაპრალმა, თენგიზ ჭაღალიძემ, თანამებრძოლებთან ერთად, სამედიცინო მომზადების სპეციალური კურსები გაიარა. ბატალიონი ერაყში სამშვიდობო მისიისთვის ემზადებოდა, თუმცა, მეოთხე ბრიგადის მედიკოსებს, მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების საშუალება რუსეთის წინააღმდეგ ომში მოუწიათ. მიუხედავად მოწინააღმდეგის ავიაციის გამუდმებული შეტევებისა, ქართველმა მედიკოსებმა ფრონტის წინა ხაზზე არაერთი დაჭრილი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნეს და მოახერხეს მათი დროული ევაკუაცია. თენგიზ ჭაღალიძე სამედიცინო ნაწილის კაპრალი იყო, იგი ცხინვალის მისადგომებთან ბრძოლისას დაიღუპა, სადაც დაჭრილი ბოლომდე იბრძოდა. 9 აგვისტოს, დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის ცხედარი იმავე ტერიტორიაზე დაკრძალეს, სადაც დაიღუპა. 26 აგვისტოს, საქართველოს პატრიარქის უშუალო ჩარევის შემდეგ, დაღუპული ბიჭების ცხედრები კონფლიქტის ზონიდან გადმოასვენეს და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.351-352 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |