შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დანიელ სლავინსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბერდიჩევი, კიევის გუბერნია. დაამთავრა ხარკოვის დრამატული სტუდია 1927 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ხარკოვის, სტალინოს, ვოროშილოვგრადის, ვოლოგდის, არხანგელსკის, სვერდლოვსკის თეატრებში; ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოღვაწეობდა ნიკოლაევის ვ. ჩკალოვის სახ. რუსულ დრამატულ თეატრში, სადაც განასახიერა როლები: ლენინი (ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები"), გალუშკა (ა. კორნეიჩუკის "უკრაინის სტეპებში") და სხვა. 1950 წელს თბილისის გრიბოედოვის სახ. თეატრის მსახიობია, სადაც განასახიერა შემდეგი როლები: პიტლევანოვი (ა. კარპოვის "ტოროლების სიმღერა"), კარპენკო (ს. ალიოშინის "დირექტორი"), ვაფლია (ა. ჩეხოვის "ძია ვანია"), ხრინწა (ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"), რეპეტილოვი (ალ. გრიბოედოვის "ვაი, ჭკუისაგან"), ბასოვი (მ. გორკის "მოაგარაკენი"), არკაშკა, შმაგა (ა. ოსტროვსკის "ტყე", "უდანაშაულო დამნაშავენი"), მედვედოვსკი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), დორინი (ა. ჩეხოვის "თოლია"), ლოპუხოვი (ს. მიხალკოვის "კიბოები"), ბაევი (ი. ვიტას "მიწა"), ტრისტანი (ლოპე დე ვეგას "ძაღლი თივაზე"), პროფესორი ჩუიკო (ი. იანოვსკის "პროკურორის ქალიშვილი") და სხვა. შესრულებული აქვს 200-ზე მეტი როლი; გადაღებულია ფილმებში: "ორი ოკეანის საიდუმლოება" (რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი, 1956), "ეთერის სიმღერა", (რეჟ. სიკო დოლიძე, 1956), პოლკოვნიკი ("განაჩენი", 1959), "ჭიაკოკონა" (რეჟ. იური ქავთარაძე, 1961). თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.112; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |