The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ჩხენკელი

თემურ ჩხენკელი
ოფიციალური სახელი:ჩხენკელი თეიმურაზ
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1940
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 2024  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი ფიზიკოს–კიბერნეტიკოსის სპეციალობით 1966 წელს; 1970–1973 წწ. სწავლობდა ასპირანტურაში, ნოვოსიბირსკის მათემატიკის ინსტიტუტში. 

1982 წლის 2 სექტემბრიდან დანიშნულია საქართველოს კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის (ახ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა), საბიბლიოთეკო პროცესების ავტომატიზირებული სისტემის განყოფილების გამგის თანამდებობაზე; 1991 წლის 12 ნოემბრიდან დაევალა დირექტორის მოადგილის მოვალეობის შესრულება ტექნიკის დარგში; 1992 წლის 8 აპრილიდან დანიშნული იყო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ინფორმატიკის დარგში და დროებით მასვე დაევალა საბიბლიოთეკო პროცესების ავტომატიზირებული სისტემის განყოფილების გამგის მოვალეობის შესრულება (1992-1995); 1999-2006 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი; 2006-2007 წლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი. არის 42 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - "ბიბლიონი": nplg.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: