Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ქათამაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოჩხამური, ქობულეთის რაიონი. 2007 წელს მეოთხე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ჩაირიცხა, სპეციალურ სამედიცინო მომზადების კურსების გავლის შემდეგ თანამებრძოლებთან ერთად კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდა. რუსულ-ქართულ ომში მედიკოსებმა სამაგალითო თავდადება აჩვენეს და უამრავ დაჭრილ ჯარისკაცს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. გიორგი ქათამაძე მაშინ დაიღუპა, როცა შეტევა სამხედრო-საველე ჰოსპიტალებზე მიიტანეს და ავიაციამ პოზიციების დაბომბვა დაიწყო, საავიაციო ბომბმა ნაფლეთებად აქცია. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაღუპულ მებრძოლთა ცხედრები იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები აკონტროლებდნენ. ცხედრების გადმოსვენების საქმეში, უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ჩაერთო, სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩარევის შემდეგ მისცეს საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა ქართველებს ცხედრების გადმოსვენების უფლება. გიორგი ქათამაძე გარკვეული დროის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მისი დაღუპვის შესახებ საბოლოოდ დნმ-ის ანალიზის შედეგად გახდა ცნობილი. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.363 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |