The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლოხვიცკი

მიხეილ ლოხვიცკი
ოფიციალური სახელი:მიხეილ აჯუკ-გირეი
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1922
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 1989  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დეტსკოე-სელო (ახლანდელი ქ. პუშკინი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. უნივერსიტეტში ბ. ოკუჯავასა და ა. ციბულევსკისთან ერთად ჩამოაყალიბა ლიტერატურული გაერთიანება "სოლომენნაია ლამპა" ("Соломенная лампа"); წლების განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა "მერანში" რუსული რედაქციის გამგედ; პირველი მოთხრობა "ძეგლი" 1949 წელს გამოაქვეყნა, მოთხრობათა პირველი კრებული "შეხვედრები გზაში" – 1955 წელს; ავტორია მოთხრობათა კრებულებისა: "მთის ქედის ადამიანები" (1958), "რად არის ზღვა ლურჯი" (1966), "დღისით, მზისით" (1974) და სხვ.; რომანებისა: "უცნობი" (1964), "გასროლა მეტეხში" (1973); აღსანიშნავია ისტორიული მოთხრობა "მეხთატეხა" (1977), რომელშიც XIX ს. კავკასიის პირველი ომის დროს წინაპრების, შაფსუღების, რამდენიმე ოჯახის ისტორიაა აღწერილი; "მეხთატეხის" თავისებურ გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს რომანი "ღმერთების ძიება", რომელიც მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა (ქართული თარგმანი მ. ბეროშვილისა, 2014). ის რუსულ ენაზე თარგმნიდა ქართულ მწერალთა ნაწარმოებებს. ჩერქეზი მწერალი, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geმიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ გირეი) გახსენება / თამარ უჯუხი // მნათობი.-16 ივლისი,2022; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.439

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: