შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აჰმედ ეფენდი ლუთფი![]()
ბიოგრაფია1864 წლიდან ოსმალეთის სულთნის კარის ოფიციალური ჟამთააღმწერელი. მისი "ისტორია" ("თარიხი აჰმად ლუთფი") რამდენიმე ტომისაგან შედგება. მათში არის ცნობები XIX ს. საქართველოსა და კავკასიის ისტორიის შესახებ. საგანგებოდ აქვს აღწერილი 1828–1829წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომი და მასთან დაკავშირებული საქართველოს საკითხები. საყურადღებო ცნობები აქვს შემონახული ამ ომის დროს ახალციხის ბრძოლის, აჭარის ისტორიის შესახებ. ვრცლად აქვს განხილული რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობის საკითხები, საქართველოში საომარი მოქმედების მიმდინარეობა, ანაპის აღება, ჩურუქსუსთან გამარჯვება და ფაშის ციხის დაპყრობა. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.443
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |