The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან შაინიძე

ამირან შაინიძე
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1978
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (30 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ჯიხანჯურის სასაფლაო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიხანჯური, ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

მუშაობდა სამთავრობო დაცვაში. 2006 წელს "კომანდოსში" ჩაირიცხა. მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ბატალიონში იყო. 2008 წლის 8 აგვისტოს ერგნეთში რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს სამხედრო ტექნიკის დაიბომბვისას დაიჭრა, დაჭრილი თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ახალგაზრდა კაპრალი გარდაიცვალა. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.399

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: