The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე თავართქილაძე

ალექსანდრე თავართქილაძე
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1981  (44 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამათავრა თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი; სწავლა განაგრძო საფრანგეთის ლუი პასტერის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე რეზიდენტურაში სპეციალობით ონკოლოგია; ჰემატოლოგია და შინაგანი მედიცინა ქალაქ სტრასბურგში; მიღებული აქვს 4 საერთაშორი სამუშაო ლიცენზია  სპეციალობებით: შინაგანი მედიცინა, ონკოლოგია, ჰემატოლოგია, კლინიკური გენეტიკა. დაცული აქვს 2 დისერტაცია: 1) შინაგან მედიცინაში (მელატონინის, დოფამინის და სეროტონინის როლი პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის პათოგენეზში) და კლინიკურ ონკოლოგიაში (მელატონინის ბიოსინთეზის რეგულაცია და მისი მნიშვნელობა აპლაზიური ანემიების, ჰოჯკინის ლიმფომის და ღვიძლის პირველადი კიბოს განვითარებაში); კლინიკურ ონკოლოგიაში დაცული დისერტაციისათვის მინიჭებული აქვს სენტ ალბერტის ღირსების მედალი მეცნიერების და ფილოსოფიის მიმართულებით (დისერტაციის მასალების მოხსენება, "Genes and Cancer Meeting" კემბრიჯის უნივერსიტეტი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2012); 2005-2016 წწ. გაიარა კლინიკური ონკოლოგიისა და ონკოჰემატოლოგიის სრული კურსის რეტრეინინგი Paris-Sud-ის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, ხოლო 2016-2017 წწ.- სრული სადიპლომო კურსი მოლეკულურ ონკოლოგიაში Paris Descartes უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე; ასევე სერთიფიცირებულია: შინაგან მედიცინაში, ჰემატოლოგიაში, კლინიკურ იმუნოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში, სამედიცინო გენეტიკასა და ფიტოთერაპიაში. მისი ნაშრომი ნერვული სისტემის როლი კიბოს განვითარების მექანიზმების შესახებ თარგმნილია თითქმის ყველა ენაზე; აღნიშნული ნაშრომის რეცეზენტი იყო ნობელის პრემიის ლაურიატი კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ლონდონის კიბოს ცენტრის დირექტორი - თიმ ჰანტი. ამერიკის შეერთებულ შტატების მეცნიერებათა აკადემიიდან მიღებული აქვს მადლობის ოქროს მედალი ძუძუს კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდების შემუშავებაში - პერსონალიზებული თერაპია; იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვებულია პროფესორის სამეცნიერო პედაგოგიური წოდებით და მუდმივი სამუშაო სერტიფიკატით სპეციალობით უჯრედული თერაპია (2014); პროფესორის მუდმივი სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება მიღებული აქვს ასევე Paris-Descartes უნივერსიტეტის მიერ (2017); ავსტრალიის ონკოლოგთა ასოციაციის მიერ დაჯიდოვებულია ოქროს მედლით ნაშრომისათვის - "ნეიროჰორმონების როლი სიმსივნური დაავადებების განვითარებაში"; არის 117 სამეცნიერო ნაშრომის, 7 მონოგრაფიის და 1 სახელმძღვანელოს ავტორი; შეყვანილია საფრანგეთის, შვეიცარიის და დიდი ბრიტანეთის ონკოლოგთა ასოციაციების მუდმივმოქმედ კომისიის დირექტორთა საბჭოს წევრად; არის ამერიკის კიბოს კვლევის შემსწავლელი საზოგადმოების მუდმივ მოქმედი კომისიის მთავარი ექსპერტი და მსოფლიოს ბიოლოგიური რითმების და ეკოლოგიური უსაფრთხოების დირექტორთა საბჭოს წევრი; ასევე ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეგიონული მთავარი კონსულტანტი პროექტით - "კვანტური ფიზიკიკიდან სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებამდე"; შედის მსოფლიოს იმ 12 ექიმთა შემადგენლობაში, რომლებიც სწავლობენ და ითვალისწინებენ პაციენტების მკურნალობაში უნივერსალური ბიოლოგიური ნივთიერების - მელატონინის ბიოსინთეზის და სისხლში მისი პათოლოგიური ცვლილებების კორექციის შესაძლებლობებს, ქრონოთერაპიის საკითხებს და ტვინის ზედა დანამატი ჯირკვლის - ეპიფიზის (ჯალღუზისებრი სხეულის) როლს სხვადასხვა დაავადებების პათოგენეზში, სწავლობს ბიოლოგიური რიტმების რღვევის - დესინქრონოზის მოლეკულურ მექანიზმებს და მათი კლინიკურ მედიცინაში ტრანსლაციის საკითხებს რაც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა 1969 წლიდან, რომელიც დღემდე გადაუწყვეტელია; ჰორმონ მელატონინის კვლევის საკითხებში მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო სორბონის, დეკარტეს, ოქსფორდის, ტორონტოს და ჰიროსიმას უნივერსიტეტებიდან, მათ შორის გამორჩეულია სამეცნიერო შრომებისთვის გაცემული ღირსების ოქროს მედალი ამერიკის შეერთებული შტატების ბიორითმოლოგთა ასოციაციის მიერ; მოღვაწეობს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის თანამდებობაზე და ამავე უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის - პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორად; საფრანგეთში ქალაქ პარიზის გუსტავ რუსსოს ჰოსპიტალის იმუნოთერაპიის დეპარტამენტის ექიმ-ონკოლოგად; 2012 წლიდან არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ონკოლოგიის და ონკოგენეტიკის მთავარი ექსპერტი; 2008 წლიდან პასტერის უნივერსიტეტში (სტრასბურგი) და შემდგომ პასტეტის ინსტიტუტში (პარიზი) მუშაობდა და დღემდე აგრძელებს მუშაობას, ბაქტერიოფაგების (ბუნებრივი "ცოცხალი ანტიბიოტიკების") მოპოვების, კულტივაციის და კლინიკაში გამოყენების საკითხებზე. მუშაობს სიმსივნის გამომწვევი ვირუსების იდენტიფიკაციის მეთოდებსა და ბუნებრივი საშუალებებით (დაბალმოლეკულური ბიოაქტიური მოლეკულებით) მათი ნეიტრალიზაციის გზებზე; მის მიერ შექმნილია ანტისიმსივნური აქტივობის "კოქტეილი ALTAV"; კლინიკურ პრაქტიკას ახორციელებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დაავადებულ პაციენტებზე, რაც მისი შესწავლის ერთ-ერთი საგანიცაა, სწავლობს ამ სინდრომის ეთიოლოგიას, პათოგენეზს და მიკრობიომის (მიკრობიოტას) როლს აღნიშნული სინდრომით დაავადებულებში; დაჯილდოვებულია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ 3 სამეცნიერო და პროექტის სრული დაფინანსებით და სიგელით - მეცნიერებასა და გარემოს დაცვის პროგრამებში შეტანილი წვლილისათვის; არის 5 ჯანმრთელობის დაცვის და საგანმათათლებლო კანოპნპროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი და კანონპროექტების ავტორი; მისი სამუშაო ჯგუფის მიერ თბილილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებულია პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი, რომელიც 2015 წლიდან არის ევროპის პერსონალიზებული მედიცინის ალიანსის წევრი და ჩართულია საერთო ფუნდამენტურ და დიაგნოსტიკურ კვლევებში; ამავე ინსტიტუტში ფუნქციონირებს საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და იაპონიის პერსონალიზებული მედიცინის ასოციაციების ექსპერტების თანამონაწილეობით; პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის მიერ 2015-2023 წლებში გამოქვეყნებულია 17 სამეცნიერო შრომა საერთაშორისო ფორუმებისა და სიმპოზიუმებისათვის (მთავარი მკვლევარები: პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე, პროფესორი გაიანე სიმონია); მუშავდება 5 სამეცნიერო / ფუნდამენტური კვლევა: კიბოს ბიოლოგიის, ცოცხალ სამყაროში დღეგრძელობის გენების ფუნქციონირების რეგულაციის, გარემოს კანცეროგენების კვლევის, არტერიული ჰიპერტენზიის გენეტიკური მექანიზმების შესწავლის და მიკრობიომის და ნატუროთერაპიის (იაპონური და ჩინური ტრადიციული მედიცინის საქართველოში იმპლემენტაციის პროგრამა), მაღალაქტიური ბიომოლეკულების კვლევის განვითარების მიმართულებით. გენეტიკოსი, თერაპევტი, ონკოლოგი, ჰემატოლოგი.

წყარო: ელდარ ბუბულაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოება (ESHG), წევრი
  • ავსტრალიის სამედიცინო ონკოლოგიური ჯგუფი (MOGA), დირექტორთა საბჭოს წევრი
  • ამერიკის კლინიკური ონკოლოგთა ასოციაცია (ASCO), წევრი
  • აშშ-ის მეცნიერების განვითარების ასოციაცია (AAAS), გამგეობის წევრი
  • ბიოლოგიური რითმების კვლევის საზოგადოება (SRBR), გამგეობის წევრი
  • ევროპის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის აკადემია (EADV), წევრი
  • ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაცია (ESMO), წევრი
  • იაპონიის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოება (JSMO), დირექტორთა საბჭოს წევრი
  • კიბოს კვლევის ევროპული ასოციაცია (EACR), წევრი
  • საფრანგეთის ონკოლოგიის საზოგადოება (FSO), გამგეობის წევრი
  • ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ევროპული ასოციაცია (EASL), წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი
    ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: