შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან სალუქვაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2005 წელს; მაგისტრატურა 2007 წელი; დოქტურატურა 2013 წელი. 2006-2008წწ. სამშენებლო კომპანია "არსი", დიზაინ სტუდია, არქიტექტორი; 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე: 2013-2017წწ. ასისტენტ-პროფესორი; 2017-2018წწ. მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან ასოცირებული პროფესორი. ავტორია სასწავლო კურსის: "არქიტექტურული დისკურსი და ინტერიერი" და მიჰყავს სალექციო, სასემინარო და პრაქტიკული მეცადინეობები. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია არაერთი საკონფერენციო სტუდენტური ნამუშევრები და დაჯილდოებულია უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი დიპლომებით; ხელმძღვანელობს მაგისტრანტებს და ეწევა პრაქტიკულ საპროექტო საქმიანობას ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. არქიტექტურის აკადემიური დოქტორი (2013), პროფესორი (2013). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |