შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ნადარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჭყონი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2001 წელს; 2003 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა; 2003 წელს - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007 წელს - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007-2009წწ. სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. 2002-2005წწ. - "ადვოკატთა კავშირი XXI", ადვოკატი; 2005-2006წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნი; 2006-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2009-2010წწ. - ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში; 2010-2016წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012-2016წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2016 წლის თებერვლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე; 2017-2018წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2018-2021წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017-2020წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2019 წლის ოქტომბრიდან - საპროკურორო საბჭოს წევრი. 2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |