| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ნადარაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჭყონი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2001 წელს; 2003 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა; 2003 წელს - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007 წელს - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007-2009 წლებში სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. 2002-2005 წლებში - "ადვოკატთა კავშირი XXI- ში" ადვოკატად; 2005-2006 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად; 2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ; 2009-2010 წლებში - ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და, მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში; 2010-2016 წლებში - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012-2016 წლებში - ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2016 წლის თებერვლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016-2017 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინა სასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე; 2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2019 წლის ოქტომბრიდან აირჩა საპროკურორო საბჭოს წევრად; 2017-2020 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის 12 ივლისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2021 წლის 12 ივლისს არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ; 2022 წლის 18 აპრილიდან 2024 წლის 11 აპრილამდე იყო სადიციპლინო პალატის წევრი, ხოლო 2023 წლის 5 ოქტომბრიდან 2024 წლის 11 აპრილამდე იყო სადიციპლინო პალატის თავმჯდომარე; 2024 წლის 11 აპრილიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი და თავმჯდომარე; 2025 წლის 3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 8 აპრილიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას; 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ. წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: constcourt.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

