The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან მამალაძე

ამირან მამალაძე
Date of birth:21 July, 1985
Date of death:9 August, 2008  (at 23 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბარათაული, შუახევის რაიონი. 

2004 წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე.

ამირან მამალაძეს 2005 წელს პროექტში -"სასოფლო ტურიზმი" აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცა დიპლომი. ამავე წელს ახალგაზრდა სპორტსმენი დაჯილდოვდა დიპლომით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ მძლეოსნურ კროსში მესამე ადგილის დაკავებისათვის. 2008 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ქობულეთის ტურიზმის სასწავლო ცენტრმა დააჯილდოვა სიგელით ვაჟებს შორს სამთო-სათხილამურო სპორტში, 4000 მეტრზე რბოლაში III ადგილის დაკავებისთვის. 2008 წლის 2 მაისს ჩაირიცხა ქართული ჯარის 53-ე ბატალიონის მე-5 ბრიგადაში. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა კონტრაქტით. V ქვეითი ბრიგადის კაპრალი ამირან მამალაძე, ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარის რეგიონიდან, რომელიც 9 აგვისტოს დაიღუპა. იგი საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა და გმირულად დაეცა. ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია სტუდენტ ამირან მამალაძის სახელობის სტიპენდია და ასევე მცირე სპორტულ დარბაზს მინიჭებული აქვს მისივე სახელი. 2009 წლის 9 აგვისტოს ამირან მამალაძეს (გარდაცვალების შემდეგ) საქართველოს კარატეს ფედერაციის მიერ მიენიჭა აღმოსავლურ ორთაბრძოლებში, კარატეში პირველი დანი და შავი ქამარი. სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლა სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირის ამირან მამალაძის სახელს ატარებს. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.431; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი-bsu.edu.ge

Awards and Honors

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: