შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ სიჭინავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1994 წელს; უნივერსიტეტი "პარიზი 8"-ს იურიდიული ფაკულტეტი (საუნივერსიტეტო სწავლების ტრანსევროპული მობილობის პროგრამის (TEMPUS) ფარგლებში) 2002 წელს. 1993-1996წწ. - ქ. თბილისის პროკურატურის კანცელარიის მდივანი; 1996-1998წწ. - თბილისის საბურთალოს რაიონის პროკურატურის სტაჟიორი; 1999-2000წწ. - საქართველოს საინვესტიციო ცენტრის იურისტი; 2000-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტი; 2005-2006წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2006-2017წწ. - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. 2017 წლის მაისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |