The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ქირია

გელა ქირია
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1993 წელს.

1985-1987წწ. გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1993-1998წწ. - სოხუმის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი და სამხედრო პროკურორის მოადგილე; 1999-2005წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე; 2005-2006წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2006-2009წწ. - გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010წწ. - გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2010-2012წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 2012-2015წწ. - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2015 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: